2021 წლის ივნისში წყნეთის Facebook ჯგუფში ადმინისტრაციის წევრებმა განვიხილეთ, რომ უფრო მეტი შეგვეძლო გაგვეკეთებინა წყნეთისთვის ვიდრე ვაკეთებდით და განვიხილავდით სხვადასხვა იდეებს.
ერთერთი იდეა იყო გამოკითხვა გაგვეკეთებინა ჯგუფის წევრებისთვის და ისეთ შედეგებზე გავედით, რომ ჩვენი რესურსებით ვერ მოვაბამდით თავს.
მიუხედავად არსებული სიტუაციისა გდავწყვიტეთ რომ შესაბამის საზოგადოებებს დავკავშირებოდით და საქმის კურსში ჩაგვეყენებინა.
მის შემდეგ გაჩნდა აზრი, დაგვეთვალიერებინა ჯგუფის წევრების მიერ დადებული პოსტები და ამოგვერჩია ისეთი რომელის მხარდაჭერასაც შევძლებდით და დიდხნიანი ძებნის შემდეგ ვიპოვნეთ.
გადავწყვიტეთ, რომ მოგვეცა საშუალება და შესაძლებლობა სწორი მიმართულების ორგანიზება გაგვეკეთებინა და ბატონი ვასილ თათულაშვილს გამოვუცხადეთ სოლიდარობა
2021 წლის 1 აგვისტოს ჯგუფი გახდებოდა 9 წლის
გადავწყვიტეთ წესების რეგულაცია შეგვემუშავებინა რამაც გაამართლა კიდევაც
დაიწყო თანხების შემოსვლა როგორც კომერციული მნიშნველობის პოსტებიდან ისე კეთილი ადამინებისგან საქველმოქმედო ინიციატივით
დავუკავშირდით ბატონ ვასილს და ჩავაყენეთ საქმის კურსში რომ წყნეთის საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო ფინანსების მოზიდვა და წინასწარ შეგვედგინა გეგმა რომელსაც გავყვებოდით.
ბატონი ვასილი იმაზე მეტად კომპეტენტური აღმოჩნდა გამწვანების საკითხში ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით. ის გამწვანების ყოფილი თანამშრომელია რომელმაც საკმაოდ ბევრი ჩვენთვის უცხო/პროფესიული ტერმინი ახსენა რომ მივხვდით არცისე მარტივად იქნებოდა საქმე თუმცა ერთის მხრივ გაჩნდა იდეა, რომ გამოგვეყენებინა წყნეთის გამგეობის ხელთ არსებული მწვანე ზონების ინფორმაცია მაგრამ აქ ბიუროკრატიულ პრობლემას წავაწყდით და გაირკვა, რომ სახელმწიფო ოფუციალურად 1 კვადრატულ მეტრს არ გვიყოფს წყნეთის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის განსახორციელებლად
ივლისის თვეში ქალბატონმა გვანცა ელისბარაშვილმა მაჩუქა ბაბუამისის ბატონი მურმან ასიტაშვილის წიგნი „წყნეთის წარსულის გახსენება“, რომელიც შემდგომში ინპირაციის წყარო გახდა. პირველ რიგში ვითხოვეთ ბატონი მურმანისგან ნებართვა, რომ მისი საავტორო წიგნის მასალა „აფხაზეთის ომში დაღუპული წყნეთელი ბიჭების“ ისტორია გამოგვეყენებინა და დაგვეწერა სტატია. რადგან წყნეთის ტერიტორიაზე ვერ ვამწვანებდით შემოსული თანხებით საქართველოსთვის თავგანწირული ბიჭებისთვის გვინდოდა პატივი გვეცა და მათ სახელებზე თითო ნერგი მაინც დაგვერგო. გადავწყვიტეთ ამ მიზნით თითოეულის ოჯახში მივსულიყავით და შუამავლობა ვთხოვეთ ბატონ გიორგი მათიაშვილს (დღეს ის წყნეთის სპორტულ ცენტრში ძიუდოს მასწავლებელია) რომელიც ერთერთი დაღუბული ბიჭის ოჯახის ნათესავია. პირველ რიგში ბატონმა გიორგიმ მადლობა გადაგვიხადა ასეთი საქმის წამოწყებისთვის და მხარში ამოდგომის მიზნით ფიზიკური ძალებით დახმარება შემოგვთავაზა. ასევე მინდა ავღნიშნო ბატონი გიორგი ცერცვაძე, რომელიც წყნეთში რკინეულის მაღაზიას ფლობს და რომელმაც შემოგვთავაზა გამწვანების პროექტში მოვემარაგებინეთ სხვადასხვა მიწის დასამუშავებელი ხელსაწყოებით. ასევე პროექტში მონაწილეობის ინიციატივა გამოხატა ქალბატონმა ნაია ხარატიმ (კომპანია MyBee-ის ადმინისტრატორი) შემოგვთავაზა ჩვენი განხორციეელბეული პროექტისთვის კომპეტენური მშრომელი ბიჭების ჩართვა სოლიდარობის ნიშნად.
დაღუპულების ოჯახში მივედით, გამოვეცნაურეთ, შეთავაზება და ნებართვა ვითხოვეთ. ოჯახებმა მადლიერება და გაოცებაც გამოხატეს, რომ ამ ისტორიას არ ვივიწყებთ, პირიქით გვინდა რომ ეს ისტორია ახალ თაობას გავაცნოთ და ვაამაყოთ. თითოეულ ოჯახში შეიქმნა სიტუაცია რომ მათი სახლების ტეროტორიაზე არ იყო შესაძლებელი დარგვა და ამ დროს ჯგუფის ერთერთმა წევრმა გიორგი თათულაშვილმა ყველაზე კრეტიული იდეა შემოგვთავაზა, რომ გარდაცვლილი ბიჭებისთვის უფრო შესაბამისი ეკლესიის ტერიტორიის გამოყენება იქნებოდა.
აგვისტოს თვეში პირადად გავიცანი მამა აბო და ინტერვიუზე ვიყავი მასთან. მამა აბომ აღნიშნა, რომ მონასტერში მიმდინარეობდა რეაბილიტაცია და რემონტები, ხოლო ეს ჩვენთვის ხელსახყრელი გარემო იყო.
პირველ რიგში ვესტუმრეთ მამათა მონასტერს რომ დაგვეზუსტებინა შეიძლებოდა თუ არა მათი მიწის ტეროტორიის გამოყენება წყნეთელი ბიჭების მოსაგონარისთვის სადაც მონასტრის ხატმწერმა ბატონმა გიორგი (გელა) ლარიაშვილმა შემოგვთავაზა თუ კი იყო საშუალება უფრო მეტად გაგვემწვანებინამოასტრის ტერიტორია.
გადაწყდა ყველაფერი, შევიმუშავეთ გეგმა გავიკითხეთ სად შეიძლებოდა შეგვეძინა 3 ბზა (ომში დაღუპული 3 წყნეთელი გმირისთვის) და დანარჩენი თანხებით ნაძვი (ტუია). ბატონი გიორგი თენაძის სანერგე მეურნეობამ ასეთი საქმისთვის საჩუქარიც გაგვიკეთა გვაჩუქა დამატებით 2 ბზა და 1 ნაძვი, სულ 10 ნერგი გვქონდა და ეს ყველაფერი 90 ლარი დაჯდა.
რადგან პირველი აქცენტი ბატონი ვასილის იდეისა იყო ნაძვების გამწვანება ამ მიზნით კონსულტაცია გავიარე ბორჯომ-ხარაგაულის ზედამხედველობის სამსახურთან, რომლებმაც მიმითითეს, რომ ჯობდა შემოდგომაზე დაგვერგო და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, არასამუშაო დღეს თბილისობას, 9 ოქტომბერს განგვეხორციელებინა პროექტი. დავრგეთ ბზები და ნაძვები გადავეცით მონასტერს საჩუქრად.
ფოტომასალა გადაღებულია ჯგუფის ადმინისტრაციის წევრის ბატონი სოსო მამუკაშვილის მეუღლის ქალბატონი თაკო ანესაშვილის მიერ
No comments:
Post a Comment