წყნეთი
ჯგუფის შექმნის მიზანი, იდეა იყო და დღემდე რჩება ქვეყნის ეკონომიკის გამყარებაში თანამონაწილეობა. წყნეთის, როგორც საქართველოს ერთერთი მნიშვნელოვანი, საკურორტო-კლიმატური ზონის გაძლიერება ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანას, ამიტომ ჩვენი მიზანი არის გლობალურად ვიზრუნოთ ჩვენივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაზე და ეს იყოს გრძელვადიანი, ფართო პერსპექტივიანი საქველმოქმედო აქცია და არა, ვიწროსპექტრის მოჩვენებითი ზრუნვა ცალკეული ინდივიდების კეთილდღეობისთვის.
მისია
1.1
ჯგუფის ადმინისტრაცია სიამოვნებით ჩაერთვება ისეთ აქტივობებში, რომლებიც ეხება წყნეთის და წყნეთის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას, დახმარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ჯგუფის ნებისმეირი მატერიალური რესურსი მოხმარდება წყნეთს.
კომერციული განცხადებები
8.1
ჯგუფში ნებადართულია გაყიდოთ ნებისმიერი ნივთი ჯგუფის წესების დაცვით. (რაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის აკრძალული)
8.2
გასაყიდი ნივთი აუცილებლად უნდა იქნეს გამოქვეყნებული გასაყიდი პლათფორმით და არა განცხადების მეშვეობით, წინააღმდეგ შემთხვევაში წაიშლება პოსტი
8.3
რადგან სარეალიზაციო/კომერციული პოსტების გამოქვეყნებისთვის იყენებთ წყნეთის ჯგუფის პლათფორმას, ჯგუფის ადმინისტრაცია მოითხოვს მაღალპასუხისმგებლიანობას რის შესაბამისადაც აუცილებლად უნდა მიუთითოთ: დეტალური აღწერა, ფოტო მასალა და რეალური ფასი.
რეგულაცია
(ძალაშია 2021 წლის 1 აგვისტოდან)
9.1
კომერციული პოსტები, რომლებიც არ ეკუთვნის ადგილობრივ მოსახლეობას, ან არ ეხება ადგილობრივ ბიზნესს, დადასტურდება სიმბოლური 1 ლარის გადახდის შემდეგ.
9.2
წყნეთის ჯგუფში სარეალიზაციო პოსტის დადება ერთჯერადად უფასოა, თუ ის ეხება წყნეთში გასაყიდ/გასაქირავებელ და/ან წყნეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს. ყოველი განმეორებითი გასაყიდი პროდუქციის დასადასტურებლად მოგიწევთ გადაიხადოთ სიმბოლურად 1 ლარი
GE15BG0000000269125100
#წყნეთისთვის
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ აქ 👉 Facebook
წყნეთი © 1767 - 2021
No comments:
Post a Comment