უამრავი ვერსიები არსებობს. ✍️ვეცდები ყველაზე ხშირად და " მოწინავე " პოზიციაში მყოფი სახეობები წარმოგიდგინოთ.
- ✍️Gaslighting (1 ტოპ გაზლაითინგ) - როდესაც ცდილობენ თქვენი რეალობის აღქმაში, შეხედულებებში საღად აზროვნების ნაწილში „თქვენვე შეიტანოთ ეჭვი“. ეს არის მდგომარეობა , როდესაც ადამიანს ცდილობენ მოახვიონ თავზე საკუთარი შეხედულება, რომ სწორედ ვერ გაიგო, რომ მას მოეჩვენა რაიმე მოვლენა ან სხვა ... ან პირდაპირ შთაგონებაზე მოახდინოს ზეგავლენა და ჩაუნერგოს შიში;
- ✍️Niglect - უნებელყოფა, ადამიანია მოთხოვნილებების. მათ შორის არიას ოჯახის წევრის ფინანსური (აუცილებელი) უზრუნველყოფის „არ შემჩნევა“;
- ✍️Passive - Aggressiveness ორმაგი შეტყობინეა (ფრაზა - გააკეთე რაც გინდა) ამას კი ისმენ მაგრამ მოსაუბრეს გამომეტყველება როგორია ? გაბრაზებული, ნაწყენი. სხვა რაიმეს „მიგანიშნებს“ საპირისპიროს, რომ მისთვის არც ისე სულ ერთია რას და როგორ გააკეთებ და მოიაზრება, რომ შეცდომას უშვებ;
- ✍️Controlling your life - ხშირად „კეთილი“ განზრახვით, დაფარული მცდელობა აკონტროლებს თქვენი ცხოვრება, გრძნობები. ადამიანი იზღუდება ვის შეხვდება სად იქნება და ა.შ. ესეც არის ტოქსიკურობა, მისი იზოლაცია სხვა ადამიანებისაგან;
- ✍️Silent triatment - იგნორირება, სჯის იმით , რომ არ შემოდის კონტაქტში;
- ✍️Triangulation - მაგალითად, ორი ადამიანის კამათის დროს, მესამე პირი შემოდის და აქტიურად იცავს მისთვის სასურველ პოზიციას. „მსხვერპლის“ აქტიური ჩაძირვით;
- ✍️Ghost 👻 ing - ადამიანს აქვს ჩვევა მოულოდნელად გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან. თითქოს არ ყოფილა;
- ✍️Mobbing at work - მაგალითად, სამეცნიერო ლიტერატურაში ფსიქოლოგიურ ძალადობას მობინგი ეწოდება - დამსაქმებლის უპატივცემულო დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ შრომითი ურთიერთობის კონტექსტში. სამწუხაროდ ზოგჯერ ადამიანებს გარკვეული მანიპულაცია, ურთიერთობის ნორმად აქვს წარმოდგენილი. ვერც „მსხვერპლი“ ხვდება რომ მასზედ მანიპულირებენ. და ასევე არის შემთხვევები, როდესაც მანიპულატორი ვერ აღიქვავს, რომ მის მიერ განხორციელებული ემოციური ძალადობა პიროვნებისთვის სტრესი, ტრავმა და დიდი დოზით ნეგატივია.
ავტორი: თამარი ფასუაშვილი