შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
თავი I
მუხლი I
ზოგადი დებულებები
- ეს შრომის შინაგანაწესი აწესრიგებს ურთიერთობებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას, ასევე თანამშრომლებს შორის. ამ შრომის შინაგანაწესით განსაზღვრულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის თანამშრომელების უფლება-მოვალეობები, სამსახურებრივი ქცევის სტანდარტები, სამსახურში მიღებისა და განთავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების წესები, აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც ექვემდებარება შრომის შინაგანაწესით რეგულირებას.
- თუ ამ შრომის შინაგანაწესით დადგენილი რომელიმე წესი ეწინააღმდეგება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის წესდებას, მოქმედებს წესდებით დადგენილი ნორმა.
- ამ შრომის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის ყველა თანამშრომლისათვის.
მუხლი II
ტერმინთა განმარტება
- ამ შრომის შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
- ადმინისტრაცია - დირექტორი, ფინანსური მენეჯერი (დირექტორი), პროექტის მენეჯერები (დირექტორები). ადმინისტრაციაზე მთლიანად ვრცელდება ამ შინაგანაწესით თანამშრომელთათვის დადგენილი წესები, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის წესდებით არის მოწესრიგებული.
- შიდასამართლებრივი აქტები - გამგეობის გადაწყვეტილებები, დირექტორის ბრძანებები და განკარგულებები, რომლებიც სავალდებულოა შესრულდეს თანამშრომლებისთვის.
- თანამშრომელი - საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებული.
- შტატში მომუშავე თანამშრომელი - რომელიც მუშაობს სრულ ან არასრულ საშტატო განაკვეთზე და რომლის სამუშაო საათები არ არის 48 საათზე ნაკლები კვირაში.
- სრულ შტატზე მომუშავე თანამშრომელი - რომლის სამუშაოს განაკვეთი განისაზღვრება 9:00-დან 18:00 სამუშაო საათამდე კვირაში.
- არასრულ შტატზე მომუშავე თანამშრომელი - რომლის სამუშაოს განაკვეთი განისაზღვრება 11:00-დან 16:00 სამუშაო საათით კვირაში.
- დროებით დაქირავებული თანამშრომელი - თანამშრომელი, რომლის სამუშაო საათები კვირაში 24 საათზე ნაკლებია.
კონფიდენციალური ინფორმაცია - ფინანსური, ეკონომიკური, კომერციული, სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური ინფორმაცია, რომელიც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის თანამშრომლისათვის ცნობილი გახდა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
თავი II
მუხლი III
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები
- ადმინისტრაცია უფლებამოსილია:
- მართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის საქმიანობა და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში (ადმინისტრაციის წევრთა უფლებამოსილებები განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის წესდებით, ამ შრომის შინაგანაწესით, სამუშაოს აღწერილობებით, შიდასამართლებრივი აქტებით);
- განსაზღვროს გარკვეული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო თანამშრომელთა რაოდენობა, ასევე, მოითხოვოს თანამშრომლისგან შრომითი ხელშეკრულებით და თანამდებობრივი სამუშაოს აღწერილობით გათვალისწინებული სამუშაო ვალდებულებების შესრულება;
- დანერგოს მოტივაციის სისტემა წარმატებული სამუშაოსათვის, მიმართოს დისციპლინურ ღონისძიებებს;
- მოსთხოვოს თანამშრომლებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის მიერ დაწესებული წესების, ბრძანებებისა და მოთხოვნების შესრულება.
- ადმინისტრაცია ვალდებულია:
- იმოქმედოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის წესდების, ამ შრომის შინაგანაწესის, გამგეობის გადაწყვეტილებებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
- დანერგოს სათანადო ზომები, რათა ყველა თანამშრომელმა მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციის წინსვლასა და განვითარებაში;
- შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, კანდიდატს გააცნოს შრომის შინაგანაწესი და სხვა მოქმედი წესები (ევალდებულება დისციპლინარულ კომიტი დაუყოვნებლივ);
- მის ხელთ არსებული რესურსების შესაბამისად, იზრუნოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ზრდაზე;
- სისტემატურად მიიღოს და განიხილოს თანამშრომლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის განვითარების, წინსვლის, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა ნოვატორული იდეების შესახებ;
- უზრუნველყოს თანამშრომელთა მიერ კუთვნილი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა;
- უზრუნველყოს შრომის დისციპლინის განუხრელი დაცვა, მუდმივად განახორციელოს ორგანიზატორული, ეკონომიკური და სხვა სამუშაოები, რომლებიც მიმართული იქნება შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენების, სამუშაო დროის დანაკარგის შემცირების, სტაბილური შრომითი კოლექტივის ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისათვის;
- დისციპლინის დამრღვევთათვის უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისა და ზომების დროული გატარება;
- შრომის დაცვის წესების შესაბამისად, უზრუნველყოს სამუშაო ადგილების ტექნიკური აღჭურვა;
- ყურადღებით და პატივისცემით მოექცეს თანამშრომელთა თხოვნასა და მოთხოვნებს;
- ხელი შეუწყოს კოლექტივის საქმიანი და შემოქმედებითი გარემოს შექმნას, ყოველმხრივ დაუჭიროს მხარი და განავითაროს თანამშრომელთა ინიციატივა, აქტივობა, დროულად განიხილოს თანამშრომელთა კრიტიკული შენიშვნები, წინადადებები და შეატყობინოს მათ მიღებული ზომების შესახებ;
- უზრუნველყოს შიდასამართლებრივი აქტების საინფორმაციო დაფაზე სამი თვის ვადით განთავსება.
მუხლი IV
თანამშრომლების უფლება-მოვალეობები
- თანამშრომლებს უფლება აქვთ:
- თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობის წარმატებულად წარმართვისათვის მოითხოვონ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
- დაიცვან თავიანთი პროფესიული ღირსება;
- აიმაღლონ კვალიფიკაცია ამ შრომის შინაგანაწესით და ადმინისტრაციის მიერ დადგენილი კვალიფიკაციის ამაღლების ფორმებისა და გრაფიკის შესაბამისად;
- ისარგებლონ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი შეღავათებით;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეარჩიონ თავიანთი საქმიანობის შესრულების მეთოდები და საშუალებები, რომლებიც ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის მიზნების შესრულებას.
- თანამშრომლები ვალდებულები არიან:
- კეთილსინდისიერად შეასრულონ შრომითი ვალდებულებები თანამდებობის, სპეციალობის, კვალიფიკაციის შესაბამისად;
- დაიცვან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ეს შრომის შინაგანაწესი და სხვა შიდასამართლებრივი აქტები, აგრეთვე შეასრულონ ხელმძღვანელთა მითითებები;
- სამუშაო დრო მთლიანად გამოიყენონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის მიზნებისათვის, სამსახურში თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისაგან, რომლებიც ხელს შეუშლის სხვა თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას;
- დროულად შეატყობინონ ადმინისტრაციას თავიანთი სამუშაოს შესაძლო შეუსრულებლობის შესახებ;
- ყველა ღონე იხმარონ, რათა სასწრაფოდ აღმოფხვრილი იქნეს ის მიზეზები და პირობები, რომლებიც ხელს უშლის ან ართულებს ნორმალურ მუშაობას და დაუყოვნებლივ შეატყობინონ ადმინისტრაციას მომხდარის შესახებ;
- მუდმივად სრულყონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები;
- მოუფრთხილდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის ქონებას, წესრიგში ჰქონდეთ სამუშაო ადგილი და ტექნიკური მოწყობილობანი, მკაცრად დაიცვან მატერიალურ ფასეულობათა და დოკუმენტაციის შენახვის დადგენილი წესები;
- თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ლახავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის საქმიანობას, რეპუტაციას, ღირსებასა და პრესტიჟს;
- გამოიჩინონ თავაზიანობა და კოლეგიალობა სხვა თანამშრომლების მიმართ;
- სისტემატურად გაეცნონ საინფორმაციო დაფაზე განთავსებულ შიდასამართლებრივ აქტებს.
თავი III
სამსახურებრივი ქცევის სტანდარტები და თანამშრომლებს შორის დავის გადაწყვეტის წესი
მუხლი V
პრივილეგიების დაუშვებლობა
არცერთი თანამშრომელი, მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის სტაჟისა არ სარგებლობს განსაკუთრებული პრივილეგიით (იგულისხმება შვებულების ხანგძლივობა ან უპირატესობის მიცემა შვებულებისა და მივლინების გრაფიკის შედგენისას, სამსახურში მოსვლა–წასვლის გრაფიკი, ოფისში დადგენილი ქცევის წესების დაცვა და ა.შ.).
მუხლი VI
ურთიერთობები თანამშრომლებს შორის
ყველა თანამშრომელი ვალდებულია შეინარჩუნოს კეთილგონივრული და კოლეგიალური ურთიერთობა დანარჩენ თანამშრომლებთან (მიუხედავად პირადი სიმპათია–ანტიპათიისა) და არ დაძაბოს საერთო მდგომარეობა.
მუხლი VII
ნათესაური ურთიერთობები
არ არის აკრძალული ახლო ნათესავებისა და ოჯახის წევრების ერთად მუშაობა. აუცილებელი პირობა ნათესავების ერთად მუშაობისათვის არის შემდეგი: მათ არ უნდა ქონდეთ საშუალება ერთად განაგონ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის ფინანსები ან ქონება (ხელმოწერები ბანკში ან ნებისმიერ ფინანსურ დოკუმენტაციაზე, ნებართვები შენაძენებზე).
მუხლი VIII
აკრძალული ქცევები
- დაუშვებელია სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული და/ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზეგავლენით გაბრუებულ მდგომარეობაში მოსვლა. ასევე დაუშვებელია სამსახურში ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება, სამუშაო ოთახებში მოწევა და აზარტული თამაშები. სამსახურში მოწევა დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. გარდა გამონაკლის შემთხვევებისა:
- ახალი წელი
- თანამშრომლის დაბადების დღე
- პროექტის წარმატებით დასრულება
მუხლი IX
სტუმრის მიღება
თანამშრომელს შეუძლია სამსახურში არასამსახურებრივ საკითხებზე მიიღოს სტუმარი, მხოლოდ შესვენების საათის გამოყენებით (არაუმეტეს ერთი საათისა), რომელმაც თავის მხრივ ხელი არ უნდა შეუშალოს სამუშაო პროცესის მიმდინარეობას.
მუხლი X
თანამშრომლებს შორის დავის გადაწყვეტის წესი
- თანამშრომლებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით. თუ მოლაპარაკება შეუძლებელია, მაშინ თანამშრომელმა საჩივრით უნდა მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც განიხილავს ამ შემთხვევას.
- იმ თანამშრომლებს შორის წარმოშობილ დავას, რომლებსაც არ ჰყავთ საერთო ხელმძღვანელი განიხილავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის დისციპლინარული კომიტეტი.
- თუ ხელმძღვანელმა ვერ გადაწყვიტა თანამშრომლებს შორის წარმოშობილი დავა ან თუ ხელმძღვანელი თვლის, რომ საჩივარი საფუძველს მოკლებულია, ან საჩივარი ეხება თვითონ ხელმძღვანელს, მაშინ თანამშრომელი მიმართავს დისციპლინარულ კომიტეტს.
- თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს საჩივრების ყუთით გასაჯაროვებული ან ანონიმური შეტყობინებით, რომლის მოწოდებული ინფრომაციაც განხილული იქენება კვარტალურ (3 თვე) შიდასამართლებრივ აქტებში.
- თანამშრომლებს შორის წარმოშობილ დავაზე (მათ შორის ხელმძღვანელებს შორის) საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი.
- საჩივარი აუცილებელია იყოს წერილობითი სახით.
თავი IV
მუხლი XI
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინის“ თანამშრომლისადმი წაყენებული მოთხოვნები
- თანამშრომლად შეიძლება მიღებულ იქნეს ნებისმიერი პირი, რომლესაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 18 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
- თანამშრომლისადმი წაყენებული დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის დირექტორის მიერ.
- ყველა თანამშრომელი უნდა იცნობდეს და აღიარებდეს ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესს და საფინანსო პოლიტიკას, ორგანიზაციაში არსებულ ქცევის წესებს და იმ პოზიციის სამუშაო აღწერილობას, რომელზეც ის მუშაობს.
მუხლი XII
სამსახურში მიღების წესი
- ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომლი მიიღება ღია კონკურსის საფუძველზე ან კონკურსგარეშე. თანამშრომლის მიღების წესს ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის დისციპლინარული კომიტეტი.
- სრულ ან არასრულ განაკვეთზე თანამშრომელთა შერჩევის პროცესის დასაწყებად, პიროვნება, რომელიც კურირებს ვაკანტურ თანამდებობას, ადგენს სამუშაოს აღწერილობას და კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, რომელსაც ამტკიცებს დისციპლინარული კომიტეტი. თუ ვაკანტურ თანამდებობას არ ჰყავს კურატორი, სამუშაოს აღწერილობას ადგენს დირექტორი და/ან დირექტორის ნდობით აღჭურვილი ერთ-რთი ხელმძღვანელი.
მუხლი XIII
კონკურსი ვაკანტურ პოზიციაზე
- დირექტორის გადაწყვეტილებით ვაკანტურ პოზიციაზე ცხადდება საჯარო კონკურსი. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ ქვეყნდება საინფორმაციო ქსელში კანდიდატების განხილვის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე მაინც. განცხადებები (CV და სამოტივაციო წერილი) განიხილება დისციპლინარული კომიტეტის მიერ.
- თანამშრომლის კანდიდატურის შერჩევას ახდენს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის დირექტორი.
- კანდიდატთაგან საუკეთესოს ამოსარჩევად კომისიამ შეიძლება გამოიყენოს გასაუბრების, წერილობითი და ზეპირი ტესტირების მეთოდები ან სხვა შესაბამისი საშუალებები (გასაუბრება მოხდება კამერის წინ).
მუხლი XIV
თანამშრომლის პირადი საქმე
- შედგება ყველა თანამშრომელის პირადი საქმე, რომლის წარმოების წესი და შინაარსი განისაზღვრება ამ შრომის შინაგანაწესითა ან დირექტორის სხვა ბრძანებებით;
- თანამშრომლის პირადი საქმე აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ავტობიოგრაფიას (CV);
- განათლებისა და სხვა აკადემიური მიღწევების დამადასტურებელ დოკუმენტაციის ასლები;
- შრომით/მომსახურებითი ხელშეკრულება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და/ან პასპორტის ასლი;
- სამუშაოს აღწერილობა.
თავი V
შრომითი ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის წესი
მუხლი XV
შრომითი ხელშეკრულება
- ყველა თანამშრომელთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის წესდების, ამ შრომის შინაგანაწესის, თანამდებობის სამუშაოს აღწერილობის, დადგენილი საშტატო განაკვეთისა და შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის შესაბამისად.
- შრომითი ხელშეკრულების პირობებს ადგენს და ხელს აწერს (დაამოწმებს) დირექტორი.
მუხლი XVI
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
- შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
- მხარეთა შეთანხმება;
- შრომითი ხელშეკრულების მოშლა თანამშრომლის ან ადმინისტრაციის ინიციატივით;
- ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
- ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
- გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სათანადო შეუსრულებლობა;
- დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
- ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
- ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
- ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით და/ან შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
- თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით და/ან შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით და/ან შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
- ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
- კ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
- ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;
- მ) დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება;
- ნ) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
- ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
- ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია.
- დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა:
- ა) სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
- ბ) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით;
- გ) დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
- დ) დასაქმებულის სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო და/ან დასაქმებულის მიერ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
- ე) სასამართლოში ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა.
მუხლი XVII
ხელშეკრულების მოშლა ადმინისტრაციის ან თანამშრომლის ინიციატივით
დირექტორის ინიციატივით საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მოხდეს შრომითი ხელშეკრულების მოშლა.
- დირექტორის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლისას თანამშრომელს მიეცემა ერთი თვის შრომის ანაზღაურება.
- თანამშრომლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლისას, იგი ვალდებულია 24 კალენდარული დღით ადრე წერილობითი ფორმით აცნობოს ამის შესახებ დირექტორს და გადააბაროს მის მიერ შესრულებული სამუშაო უშუალო ხელმძღვანელს ან დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა პირს.
მუხლი XVIII
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა
- შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა მოხდეს შრომის კანონმდებლობითა და ამ შრომის შინაგანაწესით დადგენილი წესით.
- შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ფორმდება დირექტორის ბრძანებით, რომელშიც მითითებული იქნება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, თანდართულ დოკუემტთან ერთად.
- თანამშრომლის მოთხოვნით ადმინისტრაცია ვალდებულია გასცეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ასლი.
- თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღედ ითვლება შესაბამის ბრძანებაში მითითებული დრო.
- თანამშრომლთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან არა უმეტეს 24 დღისა, ადმინისტრაცია ვალდებულია თანამშრომელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
თავი VI
მუხლი XIX
შრომის ანაზღაურება
- თანამშრომლების შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.
- თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურება გაიცემა გამომუშავების შედეგად:
- 50% - საოფისე, კომუნალური ხარჯები
- ტექნიკური უზრუნველყოფა
- საინფორმაციო დაფა
- საჩივრების ყუთი
- არქივარიუსი
- ბუღალტერია
- პოლიგრაფია
- 50% -დისციპლინარული კომიტეტი
- 25% -კრეატიული ჯგუფი
- 25% - საკონსულტაციო ჯგუფი
- იურიდიული განყოფილება
- მედია/სოციოლოგია
- მარკეტინგი
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის დირექტორი პასუხიმგებელია ხელფასის ზუსტ დაანგარიშებასა და დროულ გაცემაზე.
- ხელფასის დაგვიანების მიზეზი შეიძლება იყოს დაუძლეველი გარემოება, რაც ხელს შეუშლის თანხის დროულ გაცემას (მაგ: დონორი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაგვიანებით გადმორიცხვა და/ან არასამუშაო დღეები).
თავი VII
მუხლი XX
თანამშრომელთა მივლინება
- თანამშრომლის მივლინებაში წასვლის საკითხს კონკრეტული სიტუაციიდან და ამოცანებიდან გამომდინარე წყვეტს დირექტორი. თანამშრომელს უფლება აქვს მოითხოვოს მივლინება მასზე უშუალოდ დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებისათვის. ამ შემთხვევაში თანამშრომელი განცხადებით მიმართავს უშუალო ხელმძღვანელს ან დირექტორს. განცხადებაში აღწერილი უნდა იყოს მივლინების მიზანი და ვადები.
- საქართველოს ფარგლებს გარეთ სამივლინებო თანხის ანაზღაურება მოხდება დირექტორის მიერ დადგენილი ტარიფებით.
- საქართველოს ფარგლებში სამივლინებო თანხა ანაზღაურდება დირექტორის მიერ დადგენილი ტარიფებით, რასაც დაემატება წინასწარ შეთანხმებული სატრანსპორტო თანხა და სასტუმროს ხარჯები.
- იმ შემთხვევაში, როცა მივლინების ხარჯები კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე, სემინარებზე ან სხვა მსგავს ღონისძიებებზე იფარება ორგანიზატორი მხარის მიერ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ხარჯებს არ აანაზღაურებს.
- მივლინებაში წასვლის წინ თანამშრომელი დირექტორთან ერთად აკეთებს სავარაუდო ხარჯების ჩამონათვალს და იღებს სათანადო თანხას ავანსის სახით. მივლინებიდან ჩამოსვლიდან 5 დღის ვადაში თანამშრომელი ვალდებულია გააკეთოს ხარჯების დაწვრილებითი ანგარიში დირექტორთან, რომელიც უზრუნველყოფს სამივლინებო ხარჯის ანაზღაურებას.
- საკუთარი მანქანით მივლინებიში წასულ თანამშრომელს აუნაზღაურდება საწვავის ხარჯი.
თავი VIII
მუხლი XXI
სამუშაო და შესვენების დრო
- სტანდარტულ სამუშაო კვირად ითვლება 48 საათიანი სამუშაო დღე და 40 საათიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო საათებია 9:00 დან 18:00 მდე, ერთ საათიანი შესვენების გათვალისწინებით.
- სამუშაო საათების რიცხვი სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებისთვის განსხვავებულია და მითითებულია სამუშაოს აღწერილობასა და შრომით ხელშეკრულებაში.
- ყველა თანამშრომელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს და დარჩეს სამსახურში სამუშაო საათების დამთავრებამდე. (ხელშეკრულების მიხედვით)
- თანამშრომელს შეუძლია სამუშაო დღის განმავლობაში 13:00 დან 14:00 მდე დროის პერიოდში გამოიყენოს ერთ საათიანი შესვენება. განსაკუთრებულ შემთხვევებში, უშუალო უფროსის ან მისი არყოფნისას დირექტორის შეტყობინებით, თანამშრომელს შეუძლია შესვენება გამოიყენოს სამუშაო დღის დროის სხვა მონაკვეთში.
- თანამშრომლებს შრომის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სამუშაო დღის განმავლობაში ეძლევათ დამატებითი შესვენება.
მუხლი XXII
დასვენების დრო
- თანამშრომელთა დასვენების დროდ ითვლება სამუშაო დღეებს შორის დასვენება (შაბათი, კვირა), საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები და დირექტორის მიერ ბრძანებით დადგენილი დამატებითი დასვენების დღეები.
- დირექტორი უფლებამოსილია საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა დაადგინოს დამატებითი დასვენების დღეები.
მუხლი XXIII
შვებულება
- სრულ შტატზე მომუშავე ყველა თანამშრომელს, რომელთანაც გაფორმებულია ოთხ წლიანი ან უფრო გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება ან რომლებიც ინსტიტუტში მუშაობენ მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებით, მაგრამ მათი საერთო ხანგრძლივობა აღემატება 11 თვეს, ეკუთვნის ყოველწლიური შვებულება (ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე) საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
- თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღით, აგრეთვე ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში 15 კალენდარული დღით.
- ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თანამშრომელს შეუძლია წლის ნებისმიერ დროს, დირექტორის მიერ განსაზღვრული რიგითობის შესაბამისად.
- ყოველწლიური ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თანამშრომელს შეუძლია წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ თანამშრომელსა და ადმინისტრაცის შორის მიღწეული შეთანხმებით, რომელიც ფორმდება დირექტორის ბრძანებით.
- ადმინისტრაციისა და თანამშრომლის შეთანხმებით შვებულება შეიძლება გაიყოს ნაწილებად. შვებულებიდან თანამშრომლის გამოძახება შეიძლება მოხდეს მხოლოდ თანამშრომლის თანხმობით, ამასთან, გამოუყენებელი შვებულება თანამშრომელს უნდა მიეცეს მისთვის სასურველ დროს მიმდინარე წლის განმავლობაში.
- თუ თანამშრომლისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინის“-ის და თანამშრომლის შეთანხმებით დასაშვებია ანაზღაურებადი შვებულების ნაწილის გადატანა მომდევნო წლისათვის. დაუშვებელია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
- დაუშვებელია ანაზღაურების გარეშე შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.
- შვებულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.
- საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო და ბავშვის მოვლასთან შვებულებებთან რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.
თავი IX
წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების წესი
მუხლი XXIV
შრომითი დისციპლინის დაცვა
თანამშრომლები ვალდებულები არიან დაიცვან შრომის დისციპლინა, შრომის შინაგანაწესი და სხვა შიდასამართლებრივი აქტები, გამოიჩინონ ურთიერთპატივისცემა და კოლეგიალობა, დაიცვან ეთიკის ნორმები.
მუხლი XXV
წახალისების ღონისძიებები
- სამუშაო პროცესში გამოვლენილი წარმატებისათვის თანამშრომლების მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი წახალისების ღონისძიებები:
- მადლობის გამოცხადება;
- ფულადი პრემია;
- ფასიანი საჩუქრით დასაჩუქრება.
- წახალისების ღონისძიებას თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით ან უმისოდ, განსაზღვრავს და ბრძანებით ადგენს დირექტორი.
- წახალისების ღონისძიების გამოყენების ყოველი შემთხვევა აღირიცხება თანამშრომლის პირად საქმეში.
მუხლი XXVI
დისციპლინური ღონისძიებები
- თანამშრომლების მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგ დისციპლინური ღონისძიებები:
- შენიშვნა;
- საყვედური;
- სასტიკი საყვედური;
- ფულადი სანქცია;
- ჩამოქვეითება;
- შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა (სამსახურიდან დათხოვნა).
- დისციპლინურ ღონისძიებას თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით ან უმისოდ, განსაზღვრავს და ბრძანებით ადგენს დირექტორი.
- დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ყოველი შემთხვევა აღირიცხება თანამშრომლის პირად საქმეში.
თავი X
სატრანსპოტო საშუალებით სარგებლობის,
შესყიდვების განხორციელების,
ანგარიშების წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის წესები
მუხლი XXVII
სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესი
თანამშრომლების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინის“-ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
მუხლი XXVIII
შესყიდვების განხორციელების წესი
ფიქსირებული აქტივების, სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და მომსახურების შეძენის, აღრიცხვისა და ხარჯვის წესი განისაზღვრება დირექტორის/ფინანსური დირექტორის ბრძანებით.
მუხლი XXIX
დოკუმენტბრუნვის წესი
დოკუმენტბრუნვის წესი (წერილების მოძრაობის, ბრძანებებისა და განკარგულებების პროექტების მომზადების, დასრულებული პროექტების დოკუმენტაციის, არქივის წარმოების წესი და სხვა) დირექტორის ბრძანებით.
მუხლი XXX
ანგარიშების წარმოების წესი
ყოველთვიური პროგრამული ანგარიშების მომზადების, წარდგენისა და მათ შესრულებაზე კონტროლის წესი განისაზღვრება ფინანსური დირექტორის ბრძანებით.
დამსაქმებელს უფლება აქვს დაადგინოს შრომის შინაგანაწესი. შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. როგორც წესი, შინაგანაწესის მიზანი არის შრომის დისციპლინის განმტკიცება, შრომის სწორი ორგანიზაცია, სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება, შრომის ნაყოფიერების და ეფექტიანობის ამღლება.
შრომის შინაგანაწესით შეიძლება განისაზღვროს: სამუშაო დროის ხანგრძლივობა, დასვენების ხანგრძლივობა, შრომის ანაზღაურების დრო და ადგილი, შრომის პირობების დაცვის წესები, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი, წახალისების და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი, საჩივრის ან განცხადების განხილვის წესი. ასევე სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, შრომის შინაგანაწესით შეიძლება დადგინდეს სპეციალური წესები.
შრომის შინაგანაწესი არის ის დოკუმენტი, რომლითაც დამსაქმებელს და დასაქმებულს უფლება აქვთ მათ შორის არსებული შრომითი ურთიერთობის დასარეგულირებლად, დაადგინონ საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმებისგან განსხვავებული პირობები, მაგრამ ამავე დროს მათ ევალებათ კანონმდებლობით გათვალიწინებული აუცილებელი მოთხოვნების დაცვა.
შენიშვნა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დადგენილ შრომის შინაგანაწესთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით.
No comments:
Post a Comment