შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
თავი I
მუხლი I
ზოგადი დებულებები
- ეს შრომის შინაგანაწესი აწესრიგებს ურთიერთობებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას, ასევე თანამშრომლებს შორის. ამ შრომის შინაგანაწესით განსაზღვრულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის თანამშრომელების უფლება-მოვალეობები, სამსახურებრივი ქცევის სტანდარტები, სამსახურში მიღებისა და განთავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების წესები, აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც ექვემდებარება შრომის შინაგანაწესით რეგულირებას.
- თუ ამ შრომის შინაგანაწესით დადგენილი რომელიმე წესი ეწინააღმდეგება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის წესდებას, მოქმედებს წესდებით დადგენილი ნორმა.
- ამ შრომის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის ყველა თანამშრომლისათვის.
მუხლი II
ტერმინთა განმარტება
- ამ შრომის შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
- ადმინისტრაცია - დირექტორი, ფინანსური მენეჯერი (დირექტორი), პროექტის მენეჯერები (დირექტორები). ადმინისტრაციაზე მთლიანად ვრცელდება ამ შინაგანაწესით თანამშრომელთათვის დადგენილი წესები, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის წესდებით არის მოწესრიგებული.
- შიდასამართლებრივი აქტები - გამგეობის გადაწყვეტილებები, დირექტორის ბრძანებები და განკარგულებები, რომლებიც სავალდებულოა შესრულდეს თანამშრომლებისთვის.
- თანამშრომელი - საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებული.
- შტატში მომუშავე თანამშრომელი - რომელიც მუშაობს სრულ ან არასრულ საშტატო განაკვეთზე და რომლის სამუშაო საათები არ არის 48 საათზე ნაკლები კვირაში.
- სრულ შტატზე მომუშავე თანამშრომელი - რომლის სამუშაოს განაკვეთი განისაზღვრება 9:00-დან 18:00 სამუშაო საათამდე კვირაში.
- არასრულ შტატზე მომუშავე თანამშრომელი - რომლის სამუშაოს განაკვეთი განისაზღვრება 11:00-დან 16:00 სამუშაო საათით კვირაში.
- დროებით დაქირავებული თანამშრომელი - თანამშრომელი, რომლის სამუშაო საათები კვირაში 24 საათზე ნაკლებია.
კონფიდენციალური ინფორმაცია - ფინანსური, ეკონომიკური, კომერციული, სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური ინფორმაცია, რომელიც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინტერ სთადი ლაინი“-ის თანამშრომლისათვის ცნობილი გახდა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.