29.12.22
28.12.22
26.12.22
23.12.22
20.12.22
18.12.22
14.12.22
11.12.22
9.12.22
შეხვედრა ეკა სეფაშვილთან
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა სტუდენტური პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართა თემაზე: „სიძულვილისა და ზიზღის ენა მედიაში“.
ეკა სეფაშვილმა სტუდენტებს საქართველოს მედიასივრცეში ზიზღისა და სიძულვილის ენის აღკვეთის მიზნით „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო.
როგორც დეპუტატმა სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებების მიზანია ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულება და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოება.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან ერთად განვიხილეთ კანონპროექტი და ის ძირითადი დებულებები, რასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი, ესაა ზიზღისა და სიძულვილის ენის აკრძალვა მედიაში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდები ემხრობიან სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ასევე კარგად აცნობიერებენ და ადეკვატურად აფასებენ იმ ზიანს, რაც შეიძლება მედიაში ზიზღისა და სიძულვილის ენის გავრცელებამ გამოიწვიოს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ბაია კვიციანმა სტუდენტებს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამაზე „შემოქმედებითი ევროპა“ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა არის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობა. დეპუტატმა ყურადღება იმ შედეგებზე და შესაძლებლობებზე გაამახვილა, რომლებიც შემოქმედებით სექტორს პროგრამაში მონაწილეობით ეძლევა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც სტუდენტებს სიძულვილის ენის აღკვეთის მიმართულებით მაუწყებლის პოლიტიკა და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
8.12.22
5.12.22
26.11.22
23.11.22
20.11.22
19.11.22
17.11.22
15.11.22
11.11.22
10.11.22
22.10.22
5.10.22
28.9.22
21.9.22
18.9.22
15.9.22
13.9.22
12.9.22
9.9.22
8.9.22
5.9.22
24.8.22
17.6.22
9.6.22
1.6.22
13.5.22
5.5.22
29.4.22
3.3.22
28.1.22
14.1.22
მწოლიარე პოლიცია
ჩვენმა მანიფესტმა შედეგი გამოიღო 🥰, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე ინფორმაციას
https://manifest.ge/item/3386
Subscribe to:
Posts (Atom)